• საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია (GVCA)

GVCA

განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში საინვესტიციო ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენი ასოციაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ვენჩურული, ანგელოზი და კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობას. იქნება ეს საკანონმდებლო, მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ძალისხმევები, კავშირების დამყარება-განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფონდებთან და ასოციაციებთან, ინოვაციური დამწყები კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებაში სახელმწიფო, თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ამ დარგის ბაზრის განვითარება შეუძლებელია, თუკი ქვეყანაში არ არის კაპიტალური ბაზრები. ამ მიმართულებითაც ასოციაცია აპირებს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატაროს ყველა დაინტერესებულ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან ერთად.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გააზრება რეგიონში, როგორც რეგიონულ საფინანსო-ბიზნეს ცენტრის, რაც არამარტო ჩვენს დარგს არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას თვისობრივად სრულიად ახალი განვითარების სივრცეში გადაიყვანს. 

ამასთან დამატებით ეს ჩვენს პარტნიორ აუდიტორულ, იურიდიულ, საკონსულტაციო, კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანი კვალიფიციური მუშახელის კონცენტრირების დონის ზრდას გამოიწვევს,

აუდიტორული, იურიდიული, საკონსულტაციო, საინვესტიციო  და საფინანსო კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, შესაბამისად ამ დარგებში ხელფასების, კომპანიების შემოსავლიანობის ზრდა აისახება ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის მიმზიდველი კლიმატის, რეგიონის ჭრილში მაღალხარისხიანი კონკურენტუნარიანი მომსახურების მიწოდებაში. რითაც საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება როგორც რეგიონის მომსახურე ქვეყანა სადაც კონცენტრირებულია ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდების სათაო ოფისები.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ფუნდამენტალურ ფაქტორებს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის რეგიონულ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს და ასოციაციის საქმიანობის განვითარებისა და წარმატებისათვის ქვაკუთხედია: ქვეყნის ლიდერობა ბიზნესის კეთების სიიოლით, (მსოფლიოში მე-6 ადგილი), გადასახადების სიიაფით (მე-8 მსოფლიოში), დემოკრატიული თავისუფალი საზოგადოება და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და კლიმატი.

 

რატომ უნდა გახდეთ GVCA-ს წევრი

ინვესტორებთან დაკავშირება

ხელმისაწვდომობა ინოვაციურ სტარტაპებზე

დარგის ინტერესების ლობირება

ბაზრის კვლევა და დაკვირვება

კომუნიკაციის კლუბი

ანალიტიკური სერვისებზე წვდომა

ხშირად დასმული კითხვები

ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანია ინვესტირება განახორციელონ მაღალი უკუგების მქონე ინოვაციურ კომპანიებში 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი და სპეციფიური ინოვაციური ტექნოლოგიური დარგები.

ვენჩურული კაპიტალისტები აფინანსებენ ყველაზე ინოვაციურ მეწარმეებს და ეხმარებიან მათ თავიანთი იდეების სრულყოფილებაში, რომელიც დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ვენჩურული კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციური დარგების ზრდა-განვითარებაში, იგი უზრუნველყოფს მაღალ პოტენციურ რისკზე მომუშავე ბიზნესისთვის საჭირო საინვესტიციო და რესურსების უზრუნველყოფას.

  • • ინვესტიციების მოზიდვა
  • • ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა
  • • ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების განვითარება და ინოვაციური დარგების აღმოჩენა
  • • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა
  • • კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნის ზრდა
  • • ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა
  • • ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდა

ვენჩურული კაპიტალი უმეტესად აფინანსებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საწარმოებს, როგორიცაა ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ელექტრონიკა, რომლებიც აჩქარებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხელს უწყობენ კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. VC მოქმედება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე გამოიხატება შემდეგში:

  • •მშპ ზრდა;
  • •მაღალი დონის პროდუქტიულობა;
  • •ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინდუსტრიის განვითარება;
  • •უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი;
  • •ქვეყნის/რეგიონის საერთაშორისო აღიარება;
  • •ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა
  • •მაღალი ცხოვრების სტანდარტები;

ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდებით დაფინანსებული კომპანიები მნიშვნელოვან ზრდას განიცდიან, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა დასაქმებაზე, ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა აუდიტორული, იურიდიული, საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებებზე. რითაც ამ ორგანიზაციების შემოსავლები იმატებს, იზრდება კვალიფიციური კადრებზე მოთხოვნა-დასაქმება.

ბიუჯეტის შემოსულობები მეტწილად საგადასახადო შემოსავლებზეა დამოკიდებული. ვენჩურული კაპიტალით ხდება დაფინანსება ეკონომიკის ისეთი დარგების, რომელთა განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მისთვის საერთაშორისო ეკონომიკაში სათანადო ადგილის დამკვიდრებას. მოცემულ დარგებში ბიზნესის გაძლიერებას ბუნებრივად მოყვება, როგორც დასაქმების, ასევე დასაბეგრი შემოსავლების ზრდა, რომლებსაც პირდაპირ ეფექტი აქვთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე.

შესაძლებლობები ექმნებათ კომპანიებს ქვეყანაში ვენჩურული კაპიტალის მუშაობით? ინოვაციური კომპანიები წახალისებულები იქნებიან თავიანთი იდეების რეალიზებაში, რაც გამოიწვებს ფინანსური მენეჯმენტისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების პრაქტიკას. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა რისკის სანაცვლოდ მიიღონ გაცილებით მაღალი შემოსავალი, არსებულთან შედარებით. მსხვილი კომპანიები, რომლებიც შესაძლებლობებს ეძებენ გაზარდონ ბაზარზე ეფექტიანობა, მწარმოებლურობა, კონკურენტუნარიანობა მიიღებენ სარგებელს ინოვაციურ კომპანიებთან პარტნიორობისას.

პირველ რიგში ვენჩურული კაპიტალის ზრდა ტექნოლოგიური დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს. იგი წინ წამოსწევს ინოვაციურ დარგებს როგორიცაა: კომპიუტერული ტექნოლოგიები და პროგრამირება; სოციალური საწარმოები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფინანსური მომსახურება, მედია და კომუნიკაციები.