GVCA საქმიანობა

GVCA აქტიურად თანამშრომლობს მის წევრებსა და პარტნიორებთან, რათა განავითაროს ვენჩურული და კერძო კაპიტალის დარგები საქართველოში, ხელი შეუწყოს ინოვაციური პროექტების შექმნას. GVCA მოქმედებს როგორც დარგის სპიკერი და მთავარი დამაკავშირებელი ბიზნესს, ხელისუფლებას, მარეგილირებელ ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში. GVCA ქმნის ეფექტურ პლატფორმას ინვესტორებისთვის, ბიზნეს კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთის რომელთაც აქვთ ინოვაციური იდეა, რათა განახორციელონ ინვესტირება ამა თუ იმ ბიზნეს პროექტში და/ან გაზარდონ არსებული კაპიტალი.

GVCA ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას საგანმანათლებლო სემინარებისა და დარგობრივი თუ თემატური ვორქშოფების ორგანიზების კუთხით. GVCA ხელს უწყობს საქართველოში ვენჩურული კაპიტალის კომპანიების ინტერესების გატარებას. გარდა ამისა, ასოციაცია არის ეფექტური ანალიტიკური წყარო, რომელიც ატარებს სხვადასხვა ტიპის ბაზრის კვლევას, აანალიზებს ტენდენციებს და უზრუნველყობს ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას და გავრცელებას საერთაშორისო ასოციაციებში, კვლევით ორგანიზაციებში, ინვესტორებსა და სტარტაპ კომპანიებში.