ვის შეუძლია იყოს GVCA-ს წევრი?

GVCA არის გაერთიანება ყველა იმ კომპანიისთვის და ინვესტორებისთვის რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას განვითარების საწყის ეტაპზე არსებულ კომპანიებში და კაპიტალის მოზიდვას საკუთარი სტარტაპ კომპანიებისთვის:

  • • ფიზიკური პირები რომლებსაც აქვთ პროექტი/იდეა - თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური იდეა, მუშაობთ ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, თქვენი პროექტის განხორციელებისათვის გჭირდებათ კაპიტალი, GVCA სწორედ ის ორგანიზაციაა, სადაც უნდა გაწევრიანდეთ.

  • • ბიზნეს კომპანიები - თქვენ კომპანიას ექნება შესაძლებლობა გახდეს საქართველოში ყველაზე მსხვილი და მულტიმილიონიანი კომპანიების კლუბის წევრი, იპოვოთ ახალი პარტნიორები და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესის არეალი რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე.

  • • ინვესტორები - გექნებათ შესაძლებლობა პირველებმა გაიგოთ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების შესახებ, დააფინანსოთ იდეა და გახდეთ მომავალი წარმატებული ბიზნეს პროექტის ინვესტორი.