member

მარიამ იაშაღაშვილი

ფინანსური დირექტორი

მარიამ იაშაღაშვილს აქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება,  იგი წლების განმავლობაში   მუშაობდა მენეჯერულ პოზიციაზე მსხვილ საფინანსო თუ სავაჭრო კომპანიებში.

2014 წლიდან დღემდე იკავებს სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

იგი ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის წევრობამდე მუშაობდა სს ლიბერთი ბანკის ფინანსურ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.

მარიამ იაშაღაშვილი გახლავთ  ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომი “ უცხოური ინვესტიციების გავლენა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე საქართველოში“  ეძღვნება საქართველოში კაპიტალის ბაზრის შესწავლას და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მას  მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში და არის რამოდენიმე ნაშრომის ავტორი.

მარიამს გავლილი აქვს ბიზნეს ადმინისტრირების სერტიფიცირებული პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტში, მას ასევე აქვს მაგისტრის წოდება ბიზნეს ადმინისტრირებაში, რომელიც მოიპოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2007 წელს.