member

გოჩა ნიკოლაიშვილი

დამფუძნებელი

გოჩა ნიკოლაიშვილი 2019 წლიდან შეუერთდა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია AGC-ს და ხელმძღვანელობს პროფესიონალთ გუნდს, რომელიც მართავს M & A, საკონსულტაციო და უძრავი ქონების საბროკერო სერვისების საინვესტიციო პორტფელს. გოჩა არის საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) თანადამფუძნებელი, ამავდროულად არის საქართველოს საინვესტიციო პროფესიონალთა ასოციაცია (GSIP) აღმასრულებელი დირექტორი.

ტორონტოში მუშაობისას, გოჩა იყო პარტნიორი კონსულტანტი Destination Canada International Consultancy-ში. მას ასევე აქვს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპში ფინანსურ დირექტორად და აუდისა და ვოლკსვაგენის აუტო ფინანსების პროეტებზე უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება  ტორონტოში, კანადა.

გოჩას ფინანსურ სფეროში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 5 წლის განმავლობაში - იგი მუშაობდა „სოსიეტე ჟენერალში“ (Societe Generale). იგი აგრეთვე მუშაობდა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და ხშირად მონაწილეობდა აღმასრულებელი დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სოფლის მეურნეობის სამთავრობო ფონდში - APMA (Government Intermediary Agrifund – APMA). სხვადასხვა დროს, გოჩა აგრეთვე ხელმძღვანელობდა შვეიცარიულ და არაბულ ვენჩურული კაპიტალის ფონდებს.

გოჩა ფლობს Vancouver Island University -ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ფინანსების სპეციალიზაციით და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი კავკასიის ბიზნესის სკოლაში.