news

Unbound თბილისი - სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი GVCA ინიციატივით ჩატარდა

09 Aug 2019

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA), ალიანს ჯგუფი კაპიტალის (AGC) ინიციატივით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, 7 აგვისტოს თბილისში გაიმართა სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Unbound FinTech Abu Dhabi.

FinTech Abu Dhabi შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს სრული დაფინანსებით მიიღონ მონაწილეობა შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონის Fintech და Tech For Good კონფერენციებზე, დაგეგმონ შეხვედრები ინვესტორებთან და დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს.

5 საუკეთესო ქართული სტარტაპი წარსდგა ჟიურის წინაშე, რის შედეგადაც გამოვლინდა მათ შორის საუკეთესო. 2019 წლის საუკეთესო სტარტაპად Unbound FinTech - მა დაასახელა კომპანია CNICK (კნიკი) - ეს არის მომავლის ჭკვიანი ბეჭედი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მართოს სმარტფონი, აწარმოოს გადახდები, გააზიაროს ინფორმაცია, გამოიყენოს ბეჭედი ბილეთის და საშვის ნაცვლად. Tech for Good კატეგორიაში საუკეთესო სტარტაპი გახდა კომპანია Irnero - ინოვაციური ქართული სტარტაპი, რომელიც აწარმოებს ჭკვიან სამშენებლო მასალებს.

გამარჯვებული სტარტაპი - კნიკი ოქტომბერში გაემგზავრება აბუ-დაბიში გამართულ MENA-ს წამყვან FinTech და TIP ღონისძიებაზე და იბროძლებს საუკეთესო სტარტაპის ტიტულისა და ფულადი ჯილდოსთვის. FinTech Abu Dhabi აერთიანებს 5000 -ზე მეტ ინფლუენსერებსა და ინოვატორებს, რომლებიც პიონერები არიან ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებული როგორც ქართველი ასევე უცხოელი პირები. სპეციალურად ამ კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს Burning man- ის ინოვაციური მრჩეველი ჯენ სანდერი (http://www.jennsander.com/) ეწვია, რომელმაც ჟიურის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საუკეთესო ქართული სტარტაპის გამოვნელაში.