news

Seedstars - სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი GVCA-ს ორგანიზებით ჩატარდა

01 Jul 2019

„საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის“(GVCA) და  „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ (AGH) ორგანიზებით, საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოსა და USAID/G4G მხარდაჭერით, 30 ივნისს, ბორჯომში, სასტუმრო ლიკანმა უმასპინძლა გლობალური მასშტაბის სტარტაპების კონკურსს Seedstars World 2019.

პირველ ეტაპზე, Seedstar World-მა შეარჩია 20 საუკეთესო ქართული სტარტაპი. მათ მიიღეს შესაძლებლობა დასწრებოდნენ სპეციალურ ტრეინინგ პროგრამას, (bootcamp) სადაც მიიღეს რჩევები როგორც ქართველი, ასევე სპეციალურად მოწვეული უცხოელი მენტორებისგან.
8 საუკეთესო ქართული სტარტაპი წარდგა ჟიურის წინაშე, რის შედეგადაც გამოვლინდა Seedstars 2019- ის გამარჯვებული.

2019 წლის საუკეთესო ქართული სტარტაპად Lingwing დასახელდა. Lingwing ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით და ალგორითმებით შექმნილი უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა, რომელიც იყენებს ინოვაციური სწავლების მეთოდს, განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს ახალი ენის შესწავლა და საუბრის სწრაფად დაწყება.
სწორედ Lingwing გაემგზავრება რეგიონალურ სამიტზე ყაზახეთში. კომპანიას ასევე მიეცემა შანსი იბრძოლოს საუკეთესო სტარტაპის ტიტულისთვის შვეიცარიის სამიტზე და მოიგოს 500,000 აშშ დოლარი.

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ გარემოს გაუმჯობესებას და ინოვაციური იდეების წახალისებას.