news

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია Wolves Summit-ის პარტნიორია

20 Jan 2020

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია გახდა საერთაშორისო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კონფერენციის Wolves Summit-ის პარტნიორი საქართველოში. Wolves Summit-ი გაიმართება 2020 წლის 24-25 მარტს ვარშავაში. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმ სტარტაპებისთვის, ინვესტორებისა და ორპორაციებისთვის, ვისაც სურს შეცვალოს ტექნოლოგიების მომავალი ბიზნეს კავშირების დამყარების გზით.

Wolves Summit-ი არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან იძლევა 450 სტარტაპთან, 250 ინვესტორთან და 450 კორპორაციასთან პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობას. თანამედროვე ტექნოლოგების საშუალებით კონფერენციამდე და ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს შეუძლიათ დაგემონ შეხვედრები დამსწრეებთან. დღემდე სამიტზე შედგა 29,364-მდე შეხვედრა. ბოლო სამიტზე შეხვედრების კმაყოფილების დონემ 92%-ს მიაღრია.

სტარტაპებისთვის მონაწილეობა უფასოა, ხოლო GVCA-ს სხვა წევრ კომპანიებსა და პარტნიორებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებით. Wolves Summit-ის რიგით მე-11 კონფერენციის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და მონაწილეობის უპირატესობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ გვერდზე poland.wolvessummit.com.