GVCA-ს შესახებ
ვის შეუძლია იყოს GVCA-ს წევრი
GVCA არის გაერთიანება ყველა იმ კომპანიისთვის და ინვესტორებისთვის რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას განვითარების საწყის ეტაპზე არსებულ კომპანიებში და კაპიტალის მოზიდვას საკუთარი სტარტაპ კომპანიებისთვის:
- ფიზიკური პირები რომლებსაც აქვთ პროექტი/იდეა - თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური იდეა, მუშაობთ ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, თქვენი პროექტის განხორციელებისათვის გჭირდებათ კაპიტალი, GVCA სწორედ ის ორგანიზაციაა, სადაც უნდა გაწევრიანდეთ.
- ბიზნეს კომპანიები - თქვენ კომპანიას ექნება შესაძლებლობა გახდეს საქართველოში ყველაზე მსხვილი და მულტიმილიონიანი კომპანიების კლუბის წევრი, იპოვოთ ახალი პარტნიორები და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესის არეალი რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე.
- ინვესტორები - გექნებათ შესაძლებლობა პირველებმა გაიგოთ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების შესახებ, დააფინანსოთ იდეა და გახდეთ მომავალი წარმატებული ბიზნეს პროექტის ინვესტორი.