member

კონსტანტინე ჭანტურია

დამფუძნებელი

კონსტანტინე ჭანტურია აქვს 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საბანკო-საფინანსო, ინვესტიციების მართვისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, 10 წლის სამუშაო გამოცდილება საქართველოს წამყვან ბანკებში კორპორაციული საბანკო საქმიანობაში ხელმძღვანელობდა კორპორატიული საკრედიტო ანალიზის სამსახურს, ასევე უძღვებოდა უძრავი ქონების ფინანსირებასა და ლიზინგს, 5 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო ფონდში რისკების მართვასა და ექსპორტის ფინანსირების მიმართულებით. აქვს გამოცდილება საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი განვითარების კუთხით.

2014 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ტეხასის უნივერსიტეტიდან მასკის სასტიპენდიო პროგრამით. აშშ-ში 2-წლიანი სწავლის პერიოდში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას უნივერსიტეტსა და აშშ-ის კერძო უცხოურ საინვესტიციო კორპორაციაში (OPIC). 2002 და 2004 წლებში მიენიჭა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ეწევა აკადემიურ საქმიანობას.