news

თავმჯდომარის მიმართვა

22 Sep 2019

    განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში საინვესტიციო ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენი ასოციაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ვენჩურული, ანგელოზი და კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობას. იქნება ეს საკანონმდებლო, მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ძალისხმევები, კავშირების დამყარება-განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფონდებთან და ასოციაციებთან, ინოვაციური დამწყები კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებაში სახელმწიფო, თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ამ დარგის განვითარება შეუძლებელია, თუკი ქვეყანაში არ არის კაპიტალური ბაზრები. ამ მიმართულებითაც ასოციაცია აპირებს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატაროს ყველა დაინტერესებულ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან ერთად.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც რეგიონული საფინანსო-ბიზნეს ცენტრის როლის გააზრება,  რაც არამარტო ჩვენს დარგს არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას თვისობრივად სრულიად ახალი განვითარების სივრცეში გადაიყვანს. 

შედეგად, ეს გამოიწვევს ჩვენი პარტნიორი აუდიტორული, იურიდიული, საკონსულტაციო, კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანი კვალიფიციური მუშახელის კონცენტრირების დონის ზრდას. აუდიტორული, იურიდიული, საკონსულტაციო, საინვესტიციო  და საფინანსო კომპანიების კონკურენტუნარიანობის, ამ დარგებში ხელფასების და კომპანიების შემოსავლიანობის ზრდა აისახება ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის მიმზიდველი კლიმატის ჩამოყალიბებასა და რეგიონის ჭრილში მაღალხარისხიანი კონკურენტუნარიანი მომსახურების მიწოდებაში. რითაც საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება როგორც რეგიონის მომსახურე ქვეყანა სადაც კონცენტრირებულია ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდების სათაო ოფისები.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ფუნდამენტალურ ფაქტორებს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის რეგიონულ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს და ასოციაციის საქმიანობის განვითარების და წარმატების ქვაკუთხედია:

 

  • ქვეყნის ლიდერობა ბიზნესის კეთების სიიოლით (მსოფლიოში მე-7 ადგილი)
  • გადასახადების სიიაფე (მე-8 მსოფლიოში)
  • დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება
  • პროფესიონალი მუშახელი კონკურენტუნარიანი სახელფასო განაკვეთით
  • კორუფციისგან თავისუფალი გარემო
  • გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და კლიმატი