დამფუძნებელი და თავჯდომარე
2005 წელს, აიეტ კუკავამ დააარსა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და მას შემდეგ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის და მისი შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას ასრულებს.
ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის დაარსებულია ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში.
კრედიტინფო საქართველო დაფუძნდა 2004 წელს და საბანკო საფინანსო სფეროს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა.
ბიზნეს ინფორმაციის კომპანია ბია, დაარსებულია 2002 წელს და ათიათასობით ადგილობრივ კომპანიას გაუადვილა ინვესტორებისა და პარტნიორების მოზიდვა.
საინვესტიციო და M&A ტრანსაქციების კომპანია ალიანს ჯგუფი კაპიტალი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ტრანსაქციები განხორციელდა.
ამა წლის სექტემბერში გაიხსნა ფინური საერთაშორისო სკოლა, რომლის მიზანია ქვეყანაში შემოიტანოს მსოფლიოში ლიდერად აღიარებული ფინური განათლების მოდელი, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას განუვითარებს ანალიტიკურ, ინოვაციურ აზროვნებას და კერძო სასკოლო განათლებაში კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამჟამად, ბატონი აიეტ კუკავა საქართველოს ვენჩურული კაპიტალის თავჯდომარეა. დარგის წარმომადგენლებთან ერთად მან ასევე საფუძველი ჩაუყარა სალიზინგო და მიკროსაფინანსო ასოციაციების დაარსებას. ასევე იკავებდა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) ერთ-ერთი დირექტორის პოზიციას. 1997 წელს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ წამყვან ბანკში, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. მას შემდეგ, მუშაობდა საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოსა და აშშ–ში.
აიეტ კუკავამ მაგისტრის ხარისხი კლარკის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა 2002 წელს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი.