ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში.
ვენჩურული კაპიტალი - ტერმინი აღნიშნავს ინვესტორის მიერ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებას პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში. ასეთია ტერმინის მოკლე და მშრალი განმარტება. რეალურად კი, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარ მიზანს არამხოლოდ განხორციელებული ინვესტიციის დროის მოცემულ მომენტში ამოგება, არამედ ინვესტირებული კომპანიის იდეის, კონცეფციისა და პროდუქტის/სერვისის განვითარება წარმოადგენს.
ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანი არის მიიღონ დიდი მოგება 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურულ ინვესტორთა მიზანი დამწყები, პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენაა, მათ სტარტაპ კომპანიებში ფინანსების დაბანდება და გრძელვადიანი მოგების გათვლა.